"სწორედ ეს არის პარიზელთა მთავარი ძალა" - კლაუდიო მარკიზიო » სპორტის ხაზი

"სწორედ ეს არის პარიზელთა მთავარი ძალა" - კლაუდიო მარკიზიო

"სწორედ ეს არის პარიზელთა მთავარი ძალა" - კლაუდიო მარკიზიო
გუშინ, 19:43
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, კლაუდიო მარკიზიომ დაახასიათა როგორც ინტერი, ასევე პარი სენ-ჟერმენი.

იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ინტერის მთავარი ძალა ორგანიზებული თამაშია, პარიზული გუნდის კი ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობა.

არ ვიტყვი, რომ ინტერი უფრო ძლიერია, უბრალოდ ისინი გაცილებით ორგანიზებულად თამაშობენ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ვფიქრობ, ამაში ისინი მეტად სრულყოფილები არიან. რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენს, მათ უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, რაშიც ამ გუნდის მთავარი ძალა მდგომარეობს.

- ამბობს მარკიზიო.

შეგახსენებთ, რომ ინტერსა და პსჟ-ს შორის ფინალური მატჩი 31 მაისს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი