"მინდა ჩემპიონთა ლიგა პსჟ-მ მოიგოს, რადგან.." - რონალდინიო ყოფილ კლუბზე » სპორტის ხაზი

"მინდა ჩემპიონთა ლიგა პსჟ-მ მოიგოს, რადგან.." - რონალდინიო ყოფილ კლუბზე

"მინდა ჩემპიონთა ლიგა პსჟ-მ მოიგოს, რადგან.." - რონალდინიო ყოფილ კლუბზე
გუშინ, 14:47
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიელმა საფეხბურთო ლეგენდამ, რონალდინიომ, ესპანურ გამოცემა Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, „პარი სენ-ჟერმენის“ მნიშვნელობაზე და გუნდთან პირად კავშირებზე ისაუბრა.

საუბრისას რონალდინიომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ წვლილს, რაც პსჟ-მ მის კარიერულ წინსვლაში შეიტანა:

როცა ევროპაში ჩამოვედი, პსჟ იყო ის კლუბი, რომელიც დამეხმარა ადაპტაციაში. იქ დიდი სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც ჩემი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო,“ – აღნიშნა ბრაზილიელმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის ჩემპიონი კლუბი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მოგებას შეძლებს:

მათ ახლა ჰყავთ შესანიშნავი მწვრთნელი, რომელიც ჩემი მეგობარია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იდეალურად წარიმართება და პსჟ ბოლოს და ბოლოს აისრულებს ოცნებას – მოიგებს ჩემპიონთა ლიგას,“ – განაცხადა რონალდინიომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი