"თუ ამას არ შვები, ენრიკეს გუნდში შენი ადგილი არ არის" - რუისი პსჟ-ს მწვრთნელზე » სპორტის ხაზი

"თუ ამას არ შვები, ენრიკეს გუნდში შენი ადგილი არ არის" - რუისი პსჟ-ს მწვრთნელზე

"თუ ამას არ შვები, ენრიკეს გუნდში შენი ადგილი არ არის" - რუისი პსჟ-ს მწვრთნელზე
გუშინ, 13:44
Aa Aa
გაზიარება:

„პარი სენ-ჟერმენის“ ესპანელმა ნახევარმცველმა, ფაბიან რუისმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოლოდინში იტალიურ მედიასთან ისაუბრა და საკუთარ კარიერზე, ფინალის მეტოქეზე და ყოფილ კლუბ „ნაპოლიზე“ განწყობა გაგვიზიარა.

ფაბიანის განცხადებით, მიმდინარე სეზონი მისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა:

შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი კარიერის საუკეთესო სეზონია. ძალიან კარგად გამოვდივართ და იმედი მაქვს, ფინალის შემდეგ ამას სრული დარწმუნებით ვიტყვი.

მომავალი მეტოქის, მილანის „ინტერის“ შესახებ, რუისმა დადებითი შეფასება გააკეთა:

ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ – მწყობრი, ორგანიზებული და მაღალი ხარისხის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. რთული თამაში გველის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენი სტილი შევინარჩუნოთ.

ფეხბურთელმა კომენტარი ლუის ენრიკეზეც გააკეთა, რომელთანაც მას წარსულიდან მჭიდრო კავშირი აკავშირებს:

ლუისი შესანიშნავი სპეციალისტია, მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ის პირველი იყო, ვინც ნაკრებში გამომიძახა. მის ხელში როგორც მოთამაშე, ისე ადამიანი, განვვითარდი.

ენრიკე მუდამ მაღალ პრესინგს გვათამაშებს, თუ ვინმე არ დარბის, მასთან ვერ ითამაშებს.


გარდა ამისა, ფაბიანმა არ დაივიწყა გუნდი, სადაც მან კარიერის მნიშვნელოვანი წლები გაატარა — „ნაპოლი“:

მათი თამაშების ყურება მიყვარს. იქ ოთხი საოცარი წელი გავატარე და დღემდე ბევრ ფეხბურთელთან ვარ კონტაქტში. გულით ვგულშემატკივრობ და ვუსურვებ სკუდეტოს მოგებას – ნამდვილად იმსახურებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი