ცნობილია, რამდენი ექნება დე ბრუინს ნაპოლიში ხელფასი » სპორტის ხაზი

ცნობილია, რამდენი ექნება დე ბრუინს ნაპოლიში ხელფასი

ცნობილია, რამდენი ექნება დე ბრუინს ნაპოლიში ხელფასი
გუშინ, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

კევინ დე ბრუინის კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილება დგება – ბელგიელი ნახევარმცველი დიდი ალბათობით კარიერას იტალიაში გააგრძელებს. ცნობილი ჟურნალისტების ფაბრიციო რომანოსა და მატეო მორეტოს ინფორმაციით, "ნაპოლი" 33 წლის ვარსკვლავის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს არის და მხარეებს შორის ძირითადი დეტალები უკვე შეთანხმებულია.

დე ბრუინის დამატებით ინტერესი სხვა კლუბებსაც აქვთ. გამოცდილი შუახაზელის სერვისით „იუვენტუსი“ და ამერიკული MLS-ის რამდენიმე გუნდი ინტერესდებიან, თუმცა მოლაპარაკებებში დაწინაურება სწორედ ნეაპოლურმა გრანდმა შეძლო.

მატეო მორეტოს ინფორმაციით, დე ბრუინი მზად არის „ნაპოლისთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი, დამატებით ერთი სეზონის გახანგრძლივების შესაძლებლობით. ხელშეკრულების თანახმად, ფეხბურთელი წლიურად 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა სერია A-ში.

გარიგების წარმატებით დასრულებას ხელს ისიც უწყობს, რომ 31 ივნისს დე ბრუინი თავისუფალი აგენტი ხდება და „ნაპოლის“ შეუძლია იგი სატრანსფერო გადასახადის გარეშე დაიმატოს. კლუბისთვის, რომელიც ამჟამად გუნდის ძირეული განახლებით არის დაკავებული, ეს იდეალური შესაძლებლობაა შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი