UFC-ის ქამარი საქართველოში მოდის - როგორც მერაბ დვალიშვილი ვიდეო მიმართვაში ამბობს, თბილისის აეროპორტში ოთხშაბათს, 11 ივნისს, დილის 10 საათზე ჩამოფრინდება და გულშემატკივრებს რიყის პარკში შეხვდება.
გარდა მერაბისა, საქართველოს ცნობილი ინფლუენსერი ნინა დრამა და მერაბის მწვრთნელიც ეწვევა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მერაბმა ქამარი წარმატებით დაიცვა და განმეორებით შეხვედრაში შონ ომალი უშანსოდ დაამარცხა.