პოპულარული ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუნხენის ბაიერნი ბრედლი ბარკოლას დამატებას უახლოვდება.
გერმანული გრანდი მოწადინებულია, რომ ექსტრაკლასის გარემარბი დაიმატოს, პარიზელთა ფრანგი შემტევი კი ბაიერნის პრიორიტეტთა სიაშია.
თავის მხრივ, გამოცემები ვარაუდობენ, რომ წინადადებას მწვანე შუქს თავად ფეხბურთელიც აუნთებს, რომელსაც ძირითადში თამაში და თავის მეტად გამოჩენა სურს.
ბაიერნის ხელმძღვანელობა ვენსან კომპანის დიდ ნდობას უცხადებს. კლუბის ხელმძღვანელობამ ბელგიელ მწვრთნელს ჯონათან ტა უკვე მოუყვანა, ახლა კი შეტევაში ბარკოლას დამატებაზე დაიწყეს მუშაობა.