სპალეტის ახალ გუნდში ყოფილი შეგირდის მოყვანა სურს » სპორტის ხაზი

სპალეტის ახალ გუნდში ყოფილი შეგირდის მოყვანა სურს

სპალეტის ახალ გუნდში ყოფილი შეგირდის მოყვანა სურს
10-06-2025, 12:42
Aa Aa
გაზიარება:

ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, რომლის საუდის არაბეთში შესაძლო გადასვლა ბოლო დღეებში ფართოდ შუქდებოდა, ჯერჯერობით „ალ-ჰილალში“ არ გადავა. ბრიტანული გამოცემა TalkSport-ის ცნობით, ფეხბურთელმა და კლუბმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენს წლიური 45 მილიონი ევრო და 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.

საუდის კლუბი „ნაპოლის“ 75 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა შეთანხმება მაინც ჩაიშალა. ამჟამად ოსიმენის ერთადერთ რეალურ ვარიანტად კვლავ „გალათასარაი“ სახელდება — კლუბი, სადაც მან გასული სეზონი იჯარით გაატარა. თურქები მზად არიან, ფეხბურთელი გამოისყიდონ და მას 15 მილიონი ევრო გადაუხადონ წლიურად.

ცნობისთვის, იტალიის ნაკრების უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადაბარგდეს, სადაც მის გეგმებში ოსიმენის ტრანსფერიც ფიგურირებს, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ მაინც ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი