ფრანგულმა გრანდმა პარიზ სენ-ჟერმენმა — ჩემპიონთა ლიგის ფინალში შთამბეჭდავი თამაშით მილანის ინტერი დაამარცხა ანგარიშით 5:0 და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ტიტული.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლმა. მან არა მხოლოდ გუნდის უპირატესობა გაზარდა, არამედ პირველი ქართველი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეძლო გატანა. ამით კვარაცხელიამ ახალი ეტაპი გახსნა ქართული ფეხბურთისთვის.
ღონისძიებას სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხმაურება მოჰყვა მრავალი ცნობილი სპორტსმენის მხრიდან. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
"დიდება უფალს! გილოცავთ სრულიად საქართველოს! ოცნებები ხდება!", - წერს ბექაური.