თვეების წინ, ხვიჩა კვარაცხელიას წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სომეხმა ჟურნალისტმა უთხრა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ნომერ პირველი ფეხბურთელი ჰენრიკ მხითარიანია, მას შემდეგ კი სწორედ ქართველი მოდის.
გავიდა დრო და კვარამ მხითარიანის ინტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5:0 გაანადგურა, რასაც ქართველი გულშემატკივრების სახალისო კომენტარები მოჰყვა:
"ის კაცი ვინმემ მოიკითხეთ ხვიჩას რომ უთხრა მხითარიანი გჯობიაო? არამგონია თვალით სადმე დაენახათ"
"რა არის ცხოვრება, ალბათ ყველაზე ხმაურიანი განცხადება ზუსტად ეგ ჰქონდა გაკეთებული და ეგეც როგორ დაუბრუნდა.."
"ალბათ მალე გამოჩნდება და იტყვის, ხვიჩაც ხომ ჩვენიანიაო"
"იმ ჟურნალისტს გადაეცით, თქვენი ნომერ პირველი მხითარიანი ძლივს გააჩერეს ფინალში თქო"
"ერთი მხითარიანია პირველი და მეორე ვეფხისტყაოსანი სომხური", - წერენ ქართველები.