იმედის დილის გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ეროვნული ნაკრების ლიდერისა და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავის შესახებ ენთუზიაზმითა და ემოციური შეფასებით ისაუბრა.
ტატიშვილმა ხაზი გაუსვა კვარაცხელიას უნიკალურობას და აღნიშნა:
„ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით – ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.“
მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ ადამიანებზე, ვისაც წარსულში კვარაცხელიას შესაძლებლობებში ეპარებოდა ეჭვი. წამყვანმა კრიტიკოსებს მოუმართა იუმორით სავსე ტონით:
„მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი – შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო.“