იტალიური რადიოსადგურ Radio CRC-ის ჟურნალისტმა, უმბერტო კიარელომ, რომელიც ცნობილია „ნაპოლის“ პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებული ურთიერთობით, კვლავ გააკეთა ხმამაღალი განცხადება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით.
ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ „კვარას“ პარი სენ-ჟერმენში გადასვლა „ნაპოლისთვის“ ფაქტობრივად ფარული გარიგება იყო. მისი თქმით, შეთანხმება ჯერ კიდევ იანვარში მზადდებოდა და მოლაპარაკებები კლუბის გარეშე მიმდინარეობდა. კიარელო ხაზგასმით ამბობს, რომ აგენტმა მამუკა ჯუღელმა ხელშეკრულება დიდი ხნით ადრე მოამზადა და საკომისიოთ 10 მილიონი ევრო მიიღო.
„მოლაპარაკებები მაგიდის ქვეშ, კლუბის თვალთახედვის მიღმა მიმდინარეობდა. ფეხბურთელი 75 მილიონად წაგვართვეს“, – განაცხადა მან.
კიარელომ ასევე მწვავედ გააკრიტიკა „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარუმატებლობის გამო და აღნიშნა, რომ პსჟ-ს წარმატება ნაწილობრივ დონარუმას საოცარ თამაშს უნდა მიეწეროს.