ხვალ, 31 მაისს ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერს დაუპირისპირდება, იქამდე კი ქართველი ფეხბურთელისა და სომეხი ჟურნალისტის გადაკვეთის ამბავი არ უნდა გამოგრჩეთ.
ჟურნალისტი: "შენ საუკეთესო ხარ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, თუმცა შენზე წინ მხოლოდ მხითარიანი დგას. ხომ არ გისაუბრია მასთან ოდესმე?"
ხვიჩა: "არა, მასთან არასდროს მილაპარაკია, თუმცა შორიდან ვხედავდი თუ როგორ ვითარდებოდა სომხეთის ნაკრები. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტსაც მიაღწევენ."
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა და მხითარიანი ერთმანეთს სწორედ ხვალ შეხვდებიან, იმ ჟურნალისტს კი გული ალბათ ხელით ეჭირება..