არ ავიწყდება საიდან მოდის - მიქაუტაძე "მეცის" უმაღლესში აღზევებას ეხმაურება » სპორტის ხაზი

არ ავიწყდება საიდან მოდის - მიქაუტაძე "მეცის" უმაღლესში აღზევებას ეხმაურება

არ ავიწყდება საიდან მოდის - მიქაუტაძე "მეცის" უმაღლესში აღზევებას ეხმაურება
30-05-2025, 19:46
Aa Aa
გაზიარება:

"მეცმა" საფრანგეთის ლიგა 2-ის 2024/25 წლების სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი-აუტის ეტაპზე "რეიმსთან" ორ მატჩში გამარჯვების შედეგად ლიგა 1-ში აღზევდა.

ფრანგული გუნდის ამ მიღწევას ჟორჟ მიქაუტაძე გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში კლუბს დაწინაურება მიულოცა.

არ ავიწყდება საიდან მოდის - მიქაუტაძე "მეცის" უმაღლესში აღზევებას ეხმაურება



შეგახსენებთ, რომ ქართველმა თავდამსხმელმა წლების განმავლობაში სწორედ „მეცის“ შემადგენლობაში ითამაშა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მიქაუტაძემ კლუბის მაისურით 64 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მიქაუტაძის წასვლის შემდეგაც, "მეცმა" კვლავ მოახერხა საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება, რაც კლუბისთვის ისტორიული მნიშვნელობის წარმატებაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი