დღეს, 31 მაისს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის — ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართება. შეხვედრა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ ჩატარდება, სადაც ერთმანეთს საფრანგეთის ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენი და იტალიის ვიცე-ჩემპიონი ინტერი დაუპირისპირდებიან.
ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები ცნობილია და როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ოპტიმალური სასტარტო თერთმეტეულით წარდგება.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა:
ჯანლუიჯი დონარუმა; აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, უილიამ პაჩო, ნუნო მენდეში; ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი; დეზირე დუე, უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია.
ინტერის სავარაუდო შემადგენლობა:
იან ზომერი; ბენჟამენ პავარი, ფრანჩესკო აჩერბი, ალესანდრო ბასტონი; დენზელ დუმფრისი, ნიკოლო ბარელა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ჰენრიხ მხითარიანი, ფედერიკო დიმარკო; ლაუტარო მარტინესი, მარკუს ტურამი.
თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია, ერთადერთი ლუის ენრიკემ უნდა გაარკვიოს ვინ დაიწყებს სასტარტო შემადგენლობიდან - დეზირე დუე თუ ბარკოლა.