ლეგენდარულმა რონალდო ნაზარიომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვრცლად ისაუბრა და გულშემატკივრობა მის ყოფილ კლუბს, მილანის "ინტერს" გამოუცხადა.
"პირველ რიგში, წარმატებას ვუსურვებ ინტერს ფინალში. მთელი გულით ვუგულშემატკივრებ მათ და დიდი იმედი მაქვს, რომ შეძლებენ გამარჯვებას, რადგან მიმდინარე სეზონში ძალიან კარგი გუნდია, რაც არაერთხელ დაამტკიცეს" – ამბობს ბრაზილიელი ლეგენდა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, რონალდომ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
"მის თამაშს თქვენ ალბათ ჩემზე უკეთ იცნობთ, ამიტომ ბევრს არ ვისაუბრებ"
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. "ინტერი" "პსჟ-ს" დაუპირისპირდება — მატჩი მიუნხენის "ალიანც არენაზე“ ჩატარდება.