ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი პერფორმანსებით ყველა აალაპარაკა, როგორც საქართველოში, ასევე მთელს ევროპაში.
ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობმა არჩილ არველაძემ კვარაცხელია და მისი პერსპექტივა ამ სიტყვებით შეაფასა:
ხვიჩას ძალიან დიდი იმედი მაქვს. მისგან კარგ თამაშს ველოდი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამდენი გოლი ცოტათი რთული წარმოსადგენიც კი გახლდათ.
კვარაცხელიას თავში არ აუვარდება, იცით, რატომ? ასე ისეთ ფეხბურთელებს მოსდით, იმდენად მაგარი რომ არ არის და რაღაც გამოუვა, ხვიჩა კი მართლა ძალიან კარგია.
- თქვა აჩიმ.