ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმერ კაკაშვილმა, გულშემატკივრებთან ემოციური ამბავი გააზიარა – როგორც თავად ამბობს, ფეხბურთელმა მას პირობა მისცა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში თბილისს ესტუმრება და ტიტულს მასთან ერთად იზეიმებს.
„კვარა დამპირდა – თუ ფინალში გავიმარჯვებთ, თბილისში ჩამოვალ, შენს ოფისში დავსხდებით და ჩემპიონთა ლიგის თასიდან ქართულ ღვინოს დავლევთო,“ – ამბობს კაკაშვილი.
შეგახსენებთ, ყველაზე პრესტიჟული საკლუბი ტურნირის ფინალი 31 მაისს გაიმართება და ერთმანეთს პსჟ და ინტერი დაუპირისპირდებიან.