ლიგის ფინალამდე 3 დღით ადრე - კვარაცხელიას თაობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება » სპორტის ხაზი

ლიგის ფინალამდე 3 დღით ადრე - კვარაცხელიას თაობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ლიგის ფინალამდე 3 დღით ადრე - კვარაცხელიას თაობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
28-05-2025, 14:38
Aa Aa
გაზიარება:

პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სრულფასოვან ვარჯიშს დაუბრუნდა. მან „რეიმსთან“ საფრანგეთის თასის ფინალი მცირე ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სერიოზული დაზიანება არ ჰქონია.

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უკვე მატჩის შემდეგ განმარტა, რომ ხვიჩას მდგომარეობა დამამშვიდებელია და გუნდის მომდევნო ვარჯიშში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა. როგორც დაანონსდა, ქართველმა ფეხბურთელმა გუშინდელ სესიაში სრული დატვირთვით ივარჯიშა.

Geo Team-ის ცნობით, კვარაცხელია თავს შესანიშნავად გრძნობს და მზად არის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოედანზე გავიდეს.

აღსანიშნავია, რომ ფინალური დაპირისპირება მიუნხენში გაიმართება, სადაც პსჟ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება. თამაშამდე მხოლოდ სამი დღე რჩება და კვარაცხელია კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი