პარიზული კლუბის შემტევმა, უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ უეფას ვებგვერდთან გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ცნობილია, 31 მაისს პსჟ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება, და ფეხბურთელი ამ შეხვედრას დიდი მოლოდინით ელოდება.
განსაკუთრებული ყურადღება დემბელემ მის ახალ თანაგუნდელებზე გაამახვილა: „კვარაცხელია და დუე საოცრად სწრაფად შეეწყნენ როგორც გუნდს, ისე ენრიკეს ტაქტიკას. მათთან ერთად შეტევაში თამაში დიდი სიამოვნებაა. გვაერთიანებს ერთი მიზანი — ტიტულები. კონკურენცია კი ყველას განვითარებაში გვეხმარება.“
ფინალთან დაკავშირებით დემბელემ დასძინა, რომ „ინტერი“ ძლიერი მეტოქეა და მოედანზე მეგობრობა არ არსებობს: „მარკუს ტიურამი ჩემი მეგობარია, მაგრამ ფინალში ეს დროებით დავივიწყებთ. ახლა მთავარი მხოლოდ გამარჯვებაა.“