საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველს, ანზორ მექვაბიშვილს თავისთან ჯენოა ეპატიჟება, რომელიც მომდევნო სეზონიდანაც სერია A-ში ითამაშებს.
კიდევ ერთი კლუბი, რომელიც ყურადღებით აკვირდება ანზორს, ჯენოაა, რომელსაც რუმინელი ბიზნესმენი დან შუკუ ფლობს. ინტერესს ზურგს უმაგრებს საკმაოდ კარგი ურთიერთობა, რომელიც გენუური კლუბის ხელმძღვანელობასა და ქართველის ინტერესებების წარმომადგენელ სააგენტო GG11-ს შორის ჩამოყალიბდა.
- წერს რუმინული მედია.
ცნობისთვის, 23 წლის მექვაბიშვილი ახლა სწორედ რუმინულ კრაიოვაში თამაშობს, სადაც ქართველ ფეხბურთელს სეზონში 33 თამაში, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.