Tuttposport: "შესაძლოა ნაპოლიში კვარაცხელია-მიქაუტაძის დუეტი ვიხილოთ" » სპორტის ხაზი

Tuttposport: "შესაძლოა ნაპოლიში კვარაცხელია-მიქაუტაძის დუეტი ვიხილოთ"

Tuttposport: "შესაძლოა ნაპოლიში კვარაცხელია-მიქაუტაძის დუეტი ვიხილოთ"
29-04-2024, 16:10
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გამოცემა "tuttosprt" გიორგი მიქაუტაძეზე მორიგ სტატიას წერს, სადაც ფეხბურთელს ძალიან აქებს.

"საფრანგეთში დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. "აიაქსში" წარუამტებელი მოგზაურობის შემდეგ იგი "მეცს" მხრებით მიათრევს, რათა გასავარდნ ზონას თავი დააღწიოს.

"ბოლო 4 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგის გარდა უკანასკნელ 4 შეხვედრაში "მეცის" მაისურით მეტოქის კარი არავის დაულაშქრავს.

"მისი კარგი თამაში, რა თქმა უნდა, სკაუტებისთვის შესამჩნევია. მაგალითად "იუვენტუსს" გასულ ზაფხულს მისი დამატება სურდა, მაგრამ მანას პერიოდში, ახლა კი იგივე სპორტული დირექტორი "ნაპოლის" უდგას სათავეში, გიორგიმ შედეგები გააუმჯობესა, რაც იმის შანსს ზრდის, რომ "ნაპოლიმ" მიქაუტაძე "აიაქსისგან" გამოისყიდოს.

"ამსტერდამელებს გამოსასყიდ თანხად 16 მლნ ევრო აქვს, თუმცა ამან შეიძლება კიდევ უფრო დაიწიოს. არის შანსი, რომ "ნაპოლიში" ქართული დუეტი ვიხილოთ, რაც ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ხვიჩა და გიორგი ნაკრებში ისედაც ერთად თამაშობენ", - ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.