დაძაბულ ორთაბრძოლაში პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ"" სტუმრად "ტოტენჰემი" 0-2 დაამარცხა. გთავაზობთ პეპის კომენტარს.
"გასახდელში ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ფეხბურთელებმა იციან, რომ კვირას ურთულესი მატჩი გველის. მოსაგები გვაქვს, რათა ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც არავის გაუკეთებია.
"პირველ ტაიმში უბრალოდ შედეგზე ვიყავით ორიენტირებულები და კონცენტრაცია დავკარგეთ. ასეთი აზროვნებით პრემიერ ლიგას ვერ მოიგებ. შენს დონეს მაქსიმალურად არ იყენებ, მაგრამ მესმის, ფეხბურთელები ადამიანები არიან და წნეხი გასაგებია.
"არსენალსაც" არ უთამაშია "იუნაიტედის" წინააღმდეგ კარგად. იცოდნენ, რომ თუ იქ წააგებდნენ, ტიტულის მოგების შანსს ხელიდან გაუშვებდნენ. იგივე გველოდება ჩვენც "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ. დიდ წნეხს ვიგრძნობთ. მთავარი ისაა, რომ თავები დავამშვიდოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.