კარლო ანჩელოტიმ "ალავესის" განადგურების შემდეგ პრესკონფერენციაზე კროოსის შესახებაც ისაუბრა.
"ოქროს ბურთი ტონის? რატომაც არა? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, შანსები ძალიან გაეზრდება.
"ვფიქრობ, რომ ამ ორი ტიტულის მოგების ძალა კროოსსაც შესწევს, რეალსაც და გერმანიასაც. მათ შეუძლით ტონისთან ერთად გამარჯვება", - აცხადებს ანჩელოტი.
მიმდინარე სეზონში კროოსის ანგარიშზე 1 გოლი და 9 საგოლე გადაცებაა, რომელთა შესრულებაც მან 46 მატჩში შეძლო. შესაძლოა ეს რიცხვები სტატისტიკურად კარგად არ ჩანს, მაგრამ მატჩის ყურებისას კარგად ჩანს, თუ როგორ არის გერმანელი გუნდის ხერხემალი და როგორ დირიჟორობს მატჩის ტემპს.