სერხიო რამოსს მიმდინარე სეზონის ბოლოს "სევილიასთან" კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა იგი 2023 წელს დაარსებულ კლუბში ვიხილოთ.
"The Athletic" იუწყება, რომ "სან დიეგო", რომლის MLS-შ დებიუტიც მომავალ წელს შედგება, სერხიო რამოსის გადაბირებას ცდილობს. კლუბი MLS-ს ისტორიაში საუკეთესო ფინანსურ კონტრაქტს ამზადებს ესპანელი მცველისთვის.
თავად სერხიოსაც სურს მათ რიგებში ჩარიცხვა, თუმცა შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ფეხბურთელი თებერვალში უკვე ამერიკაში იასპარეზებს.
MLS-ს სეზონი, როგორც ყოველთვის, თებერვალში იწყება და დეკემბერში მთავრდება.