იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე რომას დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც აქტიური იყო და პენალტიც გამოიმუშავა, თუმცა მწვრთნელმა ის 86-ე წუთზე შეცვალა.
"რატომ შევცვალე კვარაცხელია? - მას ვუფრთხილდებით. ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო და აუცილებლად უნდა შეგვეცვალა, რათა ტრავმებისგან თავი დაგვეცვა.
ბოლო პერიოდში, ბევრი ჩვენს დაცვას აკრიტიკებს, თუმცა დღეს დაცვაშიც ძალიან კარგად ვითამაშებთ და მიხარია, რომ ჩემს ხელში ფეხბურთელები ვითარდებიან.
დღევანდელ შეხვედრაში დავინახე გუნდი, რომელსაც ჰქონდა მოტივაცია და მონდომება, რომ კარგი ფეხბურთი ეთამაშათ." - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.