იტალიური მედია: "ასტონ ვილა ჯოვანი დი ლორენცოს გადაბირებას შეეცდება" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "ასტონ ვილა ჯოვანი დი ლორენცოს გადაბირებას შეეცდება"

იტალიური მედია: "ასტონ ვილა ჯოვანი დი ლორენცოს გადაბირებას შეეცდება"
16-04-2024, 17:03
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Il Mattino წერს, უნაი ემერის ასტონ ვილა ნაპოლის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს გადაბირებით არის დაინტერესებული.

გამოცემის ინფორმაციის მიხედვით, დი ლორენცო სეზონის ბოლოს აურელიო დე ლაურენტისს შეხვედება და თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გასაუბრების შემდეგ მიიღებს.

ნაპოლის კაპიტანს კონტრაქტი პარტენოპეისთან კიდევ 3 წლით, 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა არსებობს რეალური შანსი, რომ 30 წლის მცველმა კარი ახალ გამოწვევებს გაუღოს.

Transfermartk-ზე მითითებული ინფორმაციით, ჯოვანი დი ლორენცოს ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი