გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ნაპოლი არდა გიულერის ტრანსფერით ინტერესდება.
როგორც ჟურნალისტი წერს, აურელიო დე ლაურენტისის მიზანია, რომ თურქი ტალანტი ახალი სეზონისთვის იჯარით დაიმატოს.
იმის გათვალისწინებით, რომ რეალს მომდევნო სეზონიდან ენდრიკი და წესით, მბაპეც დაემატება, არის რეალური შანსი, რომ გიულერი იჯარით მართლაც გაანათხოვრონ.
ამდენად, ნაპოლი ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმშია, თუმცა ინტერესი დადასტურებულია, - ნაპოლი გიულერის დამატებას შეეცდება!