"რატომ შევცვალე კვარაცხელია?" - კალცონა ქართველის მოედნიდან გაყვანის ასახელებს » სპორტის ხაზი

"რატომ შევცვალე კვარაცხელია?" - კალცონა ქართველის მოედნიდან გაყვანის ასახელებს

"რატომ შევცვალე კვარაცხელია?" - კალცონა ქართველის მოედნიდან გაყვანის ასახელებს
29-04-2024, 10:56
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე რომას დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც აქტიური იყო და პენალტიც გამოიმუშავა, თუმცა მწვრთნელმა ის 86-ე წუთზე შეცვალა.

"რატომ შევცვალე კვარაცხელია? - მას ვუფრთხილდებით. ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო და აუცილებლად უნდა შეგვეცვალა, რათა ტრავმებისგან თავი დაგვეცვა.

ბოლო პერიოდში, ბევრი ჩვენს დაცვას აკრიტიკებს, თუმცა დღეს დაცვაშიც ძალიან კარგად ვითამაშებთ და მიხარია, რომ ჩემს ხელში ფეხბურთელები ვითარდებიან.

დღევანდელ შეხვედრაში დავინახე გუნდი, რომელსაც ჰქონდა მოტივაცია და მონდომება, რომ კარგი ფეხბურთი ეთამაშათ." - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი