საქმის გარჩევა ნაპოლიში - გუნდის შიგნით სრული არეულობა და ქაოსია » სპორტის ხაზი

საქმის გარჩევა ნაპოლიში - გუნდის შიგნით სრული არეულობა და ქაოსია

საქმის გარჩევა ნაპოლიში - გუნდის შიგნით სრული არეულობა და ქაოსია
29-04-2024, 16:12
Aa Aa
გაზიარება:

ბოლოში გავდივართ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაპოლის მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდი არამარტო სპორტული შედეგებით, არამედ პიროვნულადაც გამოუვიდა.

Calcionapoli წერს, რომ ნაპოლის ფეხბურთელებს რომასთან მატჩამდე დიდი გარჩევები ჰქონდათ და ფიზიკურ დაპირისპირებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ.

საქმე ისაა, რომ დე ლაურენტისს რომასთან მატჩამდე 48 საათით ადრე ფეხბურთელთა გაშვება ქალაქ კასერტაში სურდა, რაც მწვრთნელთან და კაპიტანთან იყო შეთანხმებული, თუმცა ამ იდეას ზამბო ანგისა და ჟუან ჟესუსი განუდგნენ, რაზეც სალაპარაკოდ ისინი კალცონასთან დი ლორენცოს დაუკითხავად მივიდნენ.

გამოცემის მტკიცებით, ამ ფაქტმა ჯოვანი ძალიან გააღიზიანა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა როგორც ანგისასთან, ისე ჟესუსთან.

მოკლედ, გარდა იმისა, რომ ნაპოლი და ჩემპიონთა ლიგა თითქმის გამოირიცხა, როგორც ჩანს, სიტუაცია არც პიროვნულადაა ბოლომდე დალაგებული, მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგები კი უფრო და უფრო ლოგიკური ჩანს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი