ოსასუნას მწვრთნელი: "გიორგის კარში გოლის გატანა ძალიან რთულია" » სპორტის ხაზი

ოსასუნას მწვრთნელი: "გიორგის კარში გოლის გატანა ძალიან რთულია"

ოსასუნას მწვრთნელი: "გიორგის კარში გოლის გატანა ძალიან რთულია"
16-04-2024, 12:13
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ მორიგი სამი ქულა მოიპოვა. მათ ამჯერად ოსასუნა დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მამარდაშვილმა ანტე ბუდიმირისთვის პენალტის აღება 97-ე წუთზე მოახერხა, რაზეც კომენტარი ოსასუნას მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

"როდესაც თამაში დასრულდა, ჩემთან ანტე ბუდიმირი მოვიდა და პატიება უამრავჯერ მთხოვა, თუმცა, ვფიქრობ, რომ აქ საპატიებელი არც არაფერია."

"მას პენალტი მატჩის 97-ე წუთზე უნდა დაერტყა, ამხელა წნეხის და ასეთი დიდი, ასეთი ძლიერი მეკარის წინააღმდეგ, რომლის კარშიც გოლის გატანა ძალიან რთულია"
, - თქვა ოსასუნას დამრიგებელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი