Eurosport: "მეცს ლიგა 1-ში დარჩენისკენ მეფე ჟორჟ მიქაუტაძე მიუძღვება" » სპორტის ხაზი

Eurosport: "მეცს ლიგა 1-ში დარჩენისკენ მეფე ჟორჟ მიქაუტაძე მიუძღვება"

Eurosport: "მეცს ლიგა 1-ში დარჩენისკენ მეფე ჟორჟ მიქაუტაძე მიუძღვება"
16-04-2024, 12:05
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის მეცმა ლანსს 2:1 მოუგო, მასპინძელთა ორივე გოლი კი ქართველი ფორვარდის ანგარიშზე გახლდათ.

გიორგის შესანიშნავ თამაშს სტატია Eurosport-მა მიუძღვნა, რომელმაც დაწერა, რომ მეცს ლიგა 1-ში დარჩენისკენ სწორედ მიქაუტაძე მიუძღვება.

"ამსტერდამის აიაქსიდან გიორგი მეცში 5 თვის შემდეგ დაბრუნდა და ფრანგულ კლუბს მიქაუტაძე მხსნელად მოევლინა. მართალია, რომ გიორგი თავიდან არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ ქართველმა ბოლო 7 ტურში ამდენივე გოლი გაიტანა და თავისი სიტყვა თქვა."

"მეფე გიორგი მიქაუტაძე მეცს ლიგა 1-ში დარჩენისკენ მიუძღვება. ფაქტი, რომ მეცი დარჩენისთვის დღემდე იბრძვის, ეს სწორედ მიქაუტაძის დამსახურებაა"
, - წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი