იტალიური მედია: "ნაპოლის თამაშებს ხვიჩა კვარაცხელია ანათებს" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "ნაპოლის თამაშებს ხვიჩა კვარაცხელია ანათებს"

იტალიური მედია: "ნაპოლის თამაშებს ხვიჩა კვარაცხელია ანათებს"
14-04-2024, 20:08
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის რიგით 32-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ ფროზინონეს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაამთავრა. კვარამ საგოლე პასი გააკეთა და ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, - 8.7.

აი, რას წერენ იტალიაში კვარაცხელიას თამაშზე:

"შეუძლია, რომ სირთულეში მყოფ ნაპოლის დახმარების ხელი გაუწოდოს და თამაში გაანათოს. ხვიჩა კვარაცხელია გუნდის თამაშს აღვივებს და ამას მაშინაც აკეთებს, როდესაც გოლის გატანა არ გამოსდის", - Calcionapoli

"ბურთს ჩვეულზე ბევრად ნაკლებად იღებდა. დროის მსვლელობასთან ერთად ხვიჩა ცენტრში შესვლას და კარში დარტყმას ცდილობდა, რაც ქართველს ცუდად არ გამოსვლია", - Calciomercato

"პირველ ტაიმში ნაკლებად ჩანდა, თუმცა მეორეში ქართველი აინთო და გუნდის მეორე გოლის ეპიზოდში მისი დამსახურება არც თუ პატარა იყო", - Tuttonapoli


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი