ნაპოლი ფროზინონეს დაუზავდა - ხვიჩა კვარაცხელიას საბოლოო შეფასება » სპორტის ხაზი

ნაპოლი ფროზინონეს დაუზავდა - ხვიჩა კვარაცხელიას საბოლოო შეფასება

ნაპოლი ფროზინონეს დაუზავდა - ხვიჩა კვარაცხელიას საბოლოო შეფასება
14-04-2024, 16:25
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატში ფრანჩესკო კალცონას ნაპოლიმ დი ფრანჩესკოს ფროზინონეს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ნაპოლი თამაშში წინ ორჯერ გავიდა, თუმცა სტუმარმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ორივე შემთხვევაში შეძლო.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან მატჩი შეუცვლელად ითამაშა და Sofascore-სგან 8.7 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, რაც ნაპოლიში უმაღლესი შეფასება გახლდათ.

გარდა იმისა, რომ ქართველმა ვარსკვლავმა ოსიმენს გაატანინა, კვარა მთელი თამაში აქტიურობდა და კარშიც არაერთხელ დაარტყა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს, ამ სტატისტიკით კი ქართველი ბომბარდირთა დავის მე-10 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი