"ვინ იქნება შემდეგი?" - დოლიძეს კიდევ ერთი ოპონენტი მოეხსნა » სპორტის ხაზი

"ვინ იქნება შემდეგი?" - დოლიძეს კიდევ ერთი ოპონენტი მოეხსნა

"ვინ იქნება შემდეგი?" - დოლიძეს კიდევ ერთი ოპონენტი მოეხსნა
23-10-2023, 19:35
Aa Aa
გაზიარება:

რომან დოლიძეს კიდევ ერთი ოპონენტი მოეხსნა.

ქართველ მებრძოლს დეკემბერში დერეკ ბრანსონის წინააღმდეგ ჰქონდა ბრძოლა ჩანიშნული, თუმცა ამერიკელი სპორტსმენი ქართველთან დაპირისპირებას ჩაეხსნა.

ამის შემდეგ რომანმა მალევე მონახა ახალი მეტოქე, რომელიც ბრანსონზე გაცილებით ძლიერი ოპონენტი გახლდათ - ჯაროდ კანონიერი, თუმცა, როგორც ჩანს, არც ეს ბრძოლა შედგება.

ამის თაობაზე სოციალურ ქსელში თავად დოლიძე წერს: "კიდევ ერთი ოპონენტი მოიხსნა! ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი", - წერს დოლიძე ინსტაგრამზე.

ჯერჯერობით, კანონიერის მოხსნის ზუსტი მიზეზი ცნობილი არაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი