გრაცის "შტურმმა" ავსტრიის თასის ფინალში ვენის "რაპიდი" 2:1 დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეშვიდედ დაეუფლა.
მატჩის შემდეგ გრაცელთა ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თამაში შეაფასა.
"როდესაც ფინალური შეხვედრას აგებ, რთულია, თამაში შემოატრიალო, მაგრამ ეს შევძელით, რაც ჩვენს ძლიერ ხასიათსა და მენტალიტეტზე მიუთითებს. ვულოცავ "შტურმის" მთელ გუნდსა და გულშემატკივრებს, მშვენიერი დღე იყო" - თქვა "კიტემ"