იგნორი აქციას - რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მორაგბეებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა » სპორტის ხაზი

იგნორი აქციას - რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მორაგბეებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა

იგნორი აქციას - რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მორაგბეებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა
2-05-2024, 19:49
Aa Aa
გაზიარება:

გთავაზობთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

"გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელია და დამაზიანებელია იმ მიმართულებისთვის და მიზნისთვის, რისკენაც პატარ-პატარა თუ დიდი ნაბიჯებით, მაგრამ წინ და შეუპოვრად მიიწევს საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად."

"მინდა ყველას შევახსენო, რომ არა 'ფონდი ქართუ' და ბიძინა ივანიშვილი, დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები რაც გააჩნიათ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა, რაც გაგვაჩნია"
, - ამბობს იოსებ ტყემალაძე.

შეგახსენებთ, რომ იოსებ ტყემალაძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოქალაქეების პროტესტს მხარი საჯაროდ არაერთმა ქართველმა მორაგბემ დაუჭირა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი