ცნობილია - ვინ იქნება გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე » სპორტის ხაზი

ცნობილია - ვინ იქნება გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე

ცნობილია - ვინ იქნება გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე
18-10-2023, 23:58
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე მომდევნო ბრძოლას ჯოშ ემეტთან გამართავს.

ქართველი მებრძოლი ოქტაგონს ზაფხულში ალექს კასერესთან გამარჯვებით დაუბრუნდა - ჭიკაძემ ამერიკელ მეტოქეს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო.

როგორც ირკვევა, ჭიკაძის მომდევნო მეტოქე ჯოშ ემეტია, რომელიც რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს. დადასტურდა, რომ გიგასა და ჯოშის დაპირისპირებას 17 დეკემბერს ვიხილავთ.

ემეტი ბოლოს 24 ივნისს ილია თოფურიას ებრძოლა და დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი