დვალიშვილი სტერლინგთან ჩხუბზე: "თუ UFC კარგად გადაგვიხდის, შეიძლება ვიბრძოლოთ" » სპორტის ხაზი

დვალიშვილი სტერლინგთან ჩხუბზე: "თუ UFC კარგად გადაგვიხდის, შეიძლება ვიბრძოლოთ"

დვალიშვილი სტერლინგთან ჩხუბზე: "თუ UFC კარგად გადაგვიხდის, შეიძლება ვიბრძოლოთ"
6-10-2023, 13:06
Aa Aa
გაზიარება:

მერაბ დვალიშვილი დიდი ხანია, სატიტულო ბრძოლას ითხოვს, თუმცა, ამავდროულად, არც ალჯემაინ სტერლინგთან ერთად სურს ოქტაგონზე გამოსვლა.

როგორც ჩანს, ქართველმა მებრძოლმა ამ თემასთან საკუთარი მიდგომა ოდნავ შეარბილა - ცოტა ხნის წინ დვალიშვილმა განაცხადა, რომ სტერლინგთან ბრძოლა გამორიცხული აღარაა:

"UFC-ს არც არასდროს შემოუთავაზებია ჩემთვის ალჯოსთან დაპირისპირება. ვერ ვხვდები, რატომ ბრაზდება ხალხი, როდესაც სტერლინგთან ბრძოლა არ მსურს, ეს ლოგიკურია. თუმცა, თუ UFC კარგად გადაგვიხდის და ამასთან ერთად სხვა მეტოქეც არ მოიძებნება, მე და სტერლინგი მზად ვართ დავსხდეთ, ერთმანეთს დაველაპარაკოთ და დავთანხმდეთ შეთავაზებას.

სიმართლე ისაა, რომ სტერლინგისთვის ჩემთან ბრძოლა არავის შეუთავაზებია, ხოლო ჩემთვის სტერლინგთან, ამიტომ არ ვიცი, რატომ წუხს ხალხი",
- განაცხადა მერაბმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი