"ეს ფრე წაგების ტოლფასი იყო" - ლევან მაისაშვილის პირველი კომენტარი პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ეს ფრე წაგების ტოლფასი იყო" - ლევან მაისაშვილის პირველი კომენტარი პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ

"ეს ფრე წაგების ტოლფასი იყო" - ლევან მაისაშვილის პირველი კომენტარი პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ
23-09-2023, 19:07
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე გამართული 2 მატჩის შემდეგ კვლავ მოგების გარეშეა - ამჯერად "ბორჯღალოსნებმა" ყველასთვის მოულოდნელად პორტუგალია ვერ დაამარცხეს და მეტიც, წაგებას ბოლო წამებზე გადაურჩა, საბოლოოდ შეხვედრა 18:18 დასრულდა.

მსოფლიო თასზე ქართველი მორაგბეების ფიასკოს ცხადია სოციალურ ქსელში გულშემატკივრებიც გამოეხმაურნენ - მათი უმრავლესობა მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის გადადგომას ითხოვს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი ლევან მაისაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ფრე წაგების ტოლფასი იყო.

"შეგვეძლო, რომ პირველ ტაიმში გაცილებით მეტო ლელო დაგვედო, თუმცა ფაქტია, რომ ეს ვერ მოვახერხეთ. ეს ფრე თუ ვინმესთვის ფრედ ითვლება, ჩვენთვის წაგების ტოლფასია" - განაცხადა მაისაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი