French Football Weekly-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერია თუ რატომ არ გადავა ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონაში.
გამოცემის მტკიცებით, ეს ინფორმაცია ნაპოლიზე ბერკეტების მოსაპოვებლად გავრცელდა, რომლის ავტორიც ფეხბურთელის გარემოცვა გახლავთ.
საქმე ისაა, რომ ნაპოლისთან გაუმჯობესებულ კონტრაქტზე საუბრები დიდი ხანია ჩიხშია შესული, კვარას გარემოცვამ კი ამ გზით ნაპოლიზე ზემოქმედება სცადა.
გამოცემა წერს, რომ ბარსელონაში ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესს უარყოფენ და ქართველი კატალონიურ გრანდში არ გადავა.