მაისაშვილი: "ამ მსოფლიოზე პორტუგალიის სამიზნე ჩვენ ვართ" » სპორტის ხაზი

მაისაშვილი: "ამ მსოფლიოზე პორტუგალიის სამიზნე ჩვენ ვართ"

მაისაშვილი: "ამ მსოფლიოზე პორტუგალიის სამიზნე ჩვენ ვართ"
15-09-2023, 13:26
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრალიასთან მარცხის შემდეგ 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველი გამარჯვების მოპოვებას პორტუგალიის წინააღმდეგ ეცდება.

მოახლოებული მატჩის წინ მედიასთან კომენტარი ბორჯღალოსნების თავკაცმა, ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"ავსტრალიასთან შეხვედრის შემდეგ 3 დღე დავისვენეთ, შემდეგ კი ვარჯიში გავაგრძელეთ. ტრავმები არ გვაწუხებს, თუმცა რამდენიმე მოთამაშე სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

ავსტრალიასთან მატჩი ისე არ წავიდა, როგორც დავგეგმეთ. მეტოქემ თავისი თამაში მოგვახვია თავს და ბევრი შეცდომა დაგვაშვებინა, ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და მომავალში გავითვალისწინეთ, ხოლო ამ ეტაპზე, მხოლოდ პორტუგალიაზე ვფიქრობთ.

პორტუგალიისთვის ამ მსოფლიოზე მთავარი სამიზნე ჩვენ ვართ - ისინი მოსაგებად ემზადებიან, ხოლო მეტოქესთან სათამაშოდ შესაბამისად ვემზადებით",
- განაცხადა მაისაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი