"ჩემი მიზანი პირველივე რაუნდში მოგებაა", - თოფურია ჯოშ ემეტთან ბრძოლამდე » სპორტის ხაზი

"ჩემი მიზანი პირველივე რაუნდში მოგებაა", - თოფურია ჯოშ ემეტთან ბრძოლამდე

"ჩემი მიზანი პირველივე რაუნდში მოგებაა", - თოფურია ჯოშ ემეტთან ბრძოლამდე
12-06-2023, 16:28
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, 24 ივნისს ჯექსონვილში UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მეხუთე ნომერს, ამერიკელ ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება.

დაპირისპირების შესახებ თოფურიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზანი პირველივე რაუნდში გამარჯვებაა.

"მსურს, რაც შეიძლება სწრაფად მოვიგო, რათა მაყურებელს სიამოვნება მივანიჭო - ერთადერთი მიზანი მაქვს, რომ პირველივე რაუნდში დავამარცხო მეტოქე", - განაცხადა თოფურიამ.

ცნობისთვის, თოფურია მზადების პროცესს აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში გადის. ერთ-ერთი უკანასკნელი ვარჯიში კი ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ყოფილ ჩემპიონთან, კამარუ უსმანთან ერთად ჩაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი