"ახლა ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტი დგება" - ალისონ ბეკერის მინიშნება » სპორტის ხაზი

"ახლა ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტი დგება" - ალისონ ბეკერის მინიშნება

"ახლა ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტი დგება" - ალისონ ბეკერის მინიშნება
10-06-2025, 15:08
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კიპერი და „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალისონ ბეკერი, პრესასთან გამართულ შეხვედრაზე თავისი მომავლის შესახებ განმარტებებს აკეთებს. როგორც თავად აცხადებს, ახლა მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება.

ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი და ამაზე სრული კონცენტრაცია მჭირდება. საკლუბო საკითხები დროულად უნდა იყოს მოგვარებული, რათა ნაკრებზე სრულად ვიყო ორიენტირებული,“ – განაცხადა 31 წლის კარის დარაჯმა.

ბეკერის თქმით, მას „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა კლუბს შესაძლებლობა აქვს, შეთანხმება ავტომატურად კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივოს. მისი ინფორმაციით, მერსესაიდული გუნდი სწორედ ამ პუნქტის გამოყენებას გეგმავს.

არ ვარ ის ადამიანი, ვინც მომავლის გეგმებზე ბევრს საუბრობს, მაგრამ ამჯერად გარკვეული მიმართულებები უკვე მაქვს განსაზღვრული,“ – დასძინა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა გრანდმა უკვე შეიძინა გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიადან“ 35 მილიონ ევროდ. ქართველი მეკარე ოფიციალურად ზაფხულში შეუერთდება გუნდს და როგორც ვარაუდობენ, ალისონ ბეკერთან ერთად პირველობისთვის იბრძოლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი