UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთხელ დაიცვა ტიტული, მან შონ ომალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
როგორც იცით, მერაბს მზადებაში ყოველთვის ძალიან დიდ დახმარებას უწევს ალჯამაინ სტერლინგი, რომელიც საქართველოშიც კი არის ნამყოფი და დვალიშვილის უახლოესი მეგობარია.
ცხადია, ამ ყველაფერს მერაბი სიტყვითაც აფასებს და საქმითაც. ირკვევა, რომ ქართველი ჩემპიონი ბრძოლაში მოპოვებული ბონუსის ნახევარს მთლიანად სტერლინგს გადაურიცხავს.