მერაბ დვალიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელი შონ ომალი კიდევ ერთხელ დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი უკვე მეორედ დაიცვა.
ბრძოლამ მოქმედი მებრძოლებისგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მიიღო. თავისი შეფასება გაგვაცნო მერაბის კიდევ ერთმა მსხვერპლმა, რუსმა პიოტრ იანმა, რომელმაც ქართველს კი არ მიულოცა, არამედ ომალის დასცინა:
სწორედ ასე ხდება მაშინ, როდესაც იმას იღებ, რაც შენი არ არის და არ გეკუთვნის. რიგი დაიკავე, ძმაო.
- წერს ირონიით იანი.
პიოტრ იანს მიაჩნია, რომ დვალიშვილმა მეორე შანსი სწორედ მას უნდა მისცეს მას შემდეგ, რაც ქართველმა ჩემპიონმა რუსი მეტოქე ოქტაგონზე ერთხელ უკვე შეარცხვინა..
იანი დვალიშვილთან განადგურების შემდეგ, 2023 წელი