დონარუმას დასაფასებელი სიტყვები კვარაზე - რა თქვა პსჟ-ს მეკარემ ქართველზე » სპორტის ხაზი

დონარუმას დასაფასებელი სიტყვები კვარაზე - რა თქვა პსჟ-ს მეკარემ ქართველზე

დონარუმას დასაფასებელი სიტყვები კვარაზე - რა თქვა პსჟ-ს მეკარემ ქართველზე
4-06-2025, 13:49
Aa Aa
გაზიარება:

პარიზული გრანდის მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, იუთუბ-შოუ Viva El Futbol-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ემოციური კომენტარი გააკეთა.

დონარუმას თქმით, ხვიჩასთან მას წინასწარ ჰქონია კომუნიკაცია, ვიდრე ქართველ ფეხბურთელს პსჟ-ში გადასვლის იდეა სერიოზულად დაესახებოდა. იტალიელმა აღნიშნა, რომ მას გულით სურდა, საჭიროების შემთხვევაში კვარაცხელიას დახმარებოდა:

ხვიჩა შესანიშნავი ადამიანია. სანამ პარიზში გადმოვიდოდა, მასთან ვისაუბრე და ვუთხარი, რომ ნებისმიერ საკითხში, თუკი რაიმე დასჭირდებოდა, ჩემთან შეიძლებოდა მოემართა. მზად ვიყავი დახმარებისთვის,“ — განაცხადა დონარუმამ.

იგივე ინტერვიუში დონარუმა იხსენებს ერთ სახალისო ეპიზოდს, როდესაც ხვიჩასთან ნეაპოლურ დიალექტზე საუბარი სცადა:

ნეაპოლურად ველაპარაკე და გაკვირვებულმა მკითხა: ‘შენ ნეაპოლიტანელი ხარ?’“

დასასრულ, დონარუმამ ქართველი ვარსკვლავის პროფესიონალიზმზეც გაამახვილა ყურადღება:

ვარჯიშებზე ჩანს, რომ კვარაცხელიას სათამაშო კლასი ბევრად მაღლა დგას. მას უდიდესი პოტენციალი აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი