აღიარება რუსისგან - რა თქვა ანდრეი არშავინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

აღიარება რუსისგან - რა თქვა ანდრეი არშავინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე

აღიარება რუსისგან - რა თქვა ანდრეი არშავინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე
5-06-2025, 12:32
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალური შეხვედრაში გოლიც კი გაიტანა, მასზე არაერთი დადებითი და სასიამოვნო კომენტარი გავრცელდა.

მათ შორის ერთ-ერთია რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ყოფილი მოთამაშის, ანდრეი არშავინის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კვარა ტიპური ქართველი ფეხბურთელია.

არა, ის მარადონა, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა თავისი გამორჩეული თვისებები აქვს. ხვიჩა ტიპური ქართველი ფეხბურთელია, ბურთი თავისებურად რბილად დააქვს. ვფიქრობ, რაღაცით ალექსანდრ გლებსაც კი წააგავს. სწრაფად, ტექნიკურად და ჭკვიანურად თამაშობს. მისი ხასიათი არ ვიცი, მაგრამ ვხედავ, რომ ყველა საჭირო უნარი აქვს კარიერის განვითარებისთვის.

- ამბობს ანდრეი არშავინი ქართველ ვარსკვლავზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი