მთავარი სენსაცია - უზბეკეთის ნაკრების ისტორიული მიღწევა » სპორტის ხაზი

მთავარი სენსაცია - უზბეკეთის ნაკრების ისტორიული მიღწევა

მთავარი სენსაცია - უზბეკეთის ნაკრების ისტორიული მიღწევა
გუშინ, 00:16
Aa Aa
გაზიარება:

უზბეკეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პირველად თავის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. აზიის ზონალური შესარჩევის პირველ ჯგუფში გამართული მატჩის შემდეგ, სადაც უზბეკებმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან სტუმრად 0:0 ითამაშეს, გუნდი სანუკვარ მიზანს ოფიციალურად მიუახლოვდა.

მატჩის ფრე უზბეკეთისთვის საკმარისი აღმოჩნდა — 9 ტურის შემდეგ გუნდს 18 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, ანუ სწორედ საამიროების ნაკრებს, ოთხი ქულით უსწრებს, დარჩენილი კი მხოლოდ ერთი შეხვედრაა.

ამით უზბეკეთი გახდა 81-ე ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ნაკრებს ხელმძღვანელობს ტიმურ კაპაძე — მწვრთნელი, რომელიც ქართული წარმოშობის არის და წარსულში თავადაც წარმატებული ფეხბურთელი იყო.

ამ დროისთვის, უზბეკეთის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა უკვე გარანტირებული აქვთ მასპინძლებს — კანადას, აშშ-სა და მექსიკას, ასევე ირანს, იაპონიას, არგენტინასა და ახალ ზელანდიას. უზბეკეთის ისტორიული წარმატება ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი