„პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურად ცდილობს ინგლისური „ბორნმუთის“ უკრაინელი მცველის, ილია ზაბარნის გადაბირებას. როგორც ფრანგული გამოცემა RMC Sport იტყობინება, პარიზულ კლუბს უკვე მიღწეული აქვს შეთანხმება 22 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობებზე.
თუმცა, ტრანსფერის განხორციელებას „ბორნმუთის“ წინააღმდეგობა აფერხებს – ინგლისური კლუბი ზაბარნის გაყიდვას ჯერჯერობით არ განიხილავს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, პსჟ-ს ხელმძღვანელობა უკან დახევას არ აპირებს. კლუბის სპორტული დირექტორი, ლუის კამპოსი, უკვე ბრიტანეთში ჩავა და პირადად შეეცდება მოლაპარაკება ინგლისური გუნდის ხელმძღვანელებთან.
ილია ზაბარნი „ბორნმუთის“ რიგებს 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ პრემიერლიგაში სტაბილური და დამაჯერებელი თამაში აჩვენა. ცნობილ ანალიტიკურ პლატფორმა Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 42 მილიონ ევროს შეადგენს.