რეიტინგში წინსვლაა - რომელ ადგილზე გადაინაცვლა კვარაცხელიამ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში? » სპორტის ხაზი

რეიტინგში წინსვლაა - რომელ ადგილზე გადაინაცვლა კვარაცხელიამ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში?

რეიტინგში წინსვლაა - რომელ ადგილზე გადაინაცვლა კვარაცხელიამ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში?
1-06-2025, 18:48
Aa Aa
გაზიარება:

"პარი სენ-ჟერმენმა" წერტილი დაუსვა წლევანდელ სეზონს და ისტორიაში პირველად მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა. ფინალში "ინტერი" უშანსოდ დაამარცხა – 5:0, რაც ტურნირის თანამედროვე ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვებაა.

პარიზელთა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც ფინალში გოლის გატანა მოახერხა და პირველი ქართველი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის ავტორი გახდა. ეს ისტორიული მიღწევა არა მხოლოდ მის კარიერაში, არამედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა.

ხვიჩას გოლთან ერთად, მატჩში გამორჩეული იყო "პსჟ-ს" კიდევ რამდენიმე ლიდერი, თუმცა გუნდის საუკეთესო მოთამაშედ კვლავ უსმან დემბელე დასახელდა, რომელმაც ფინალშიც თავი გამოიჩინა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ განახლდა "ოქროს ბურთის" დროებითი რეიტინგი, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც მისთვის კარიერული მაქსიმუმია. რეიტინგს კი ისევ უსმან დემბელე ლიდერობს, რომელმაც პსჟ-ს მაისურით გამორჩეული სეზონი ჩაატარა.

რეიტინგში წინსვლაა - რომელ ადგილზე გადაინაცვლა კვარაცხელიამ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში?


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი